|
2023-03-12 15:53:07, 857 ნახვა
პოლიტიკა
ქადაგიშვილი - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველო დამანგრეველი ავანტიურისა და ავანტიურისტთა მსხვერპლი არ იყოს
ჩვენ, საზოგადოებასთან ერთად, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველო არ იყოს მორიგი უმძიმესი, დამანგრეველი ავანტიურისა და ავანტიურისტთა მსხვერპლი, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი მასობრივ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებას. როგორც ქადაგიშვილმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, საზოგადოების გულწრფელი პროტესტის უკან "ასეთი ძალები" ხელისუფლების ცვლილებასა და "მეორე ფრონტის" გახსნას გეგმავენ. "ვანო მერაბიშვილის განცხადება სწორედ ეს არის - ის პირდაპირ ამბობს, რომ ჩვენი მიზანია ახლა, რომ დავიწყოთ საპროტესტო მოძრაობა, რათა შევცვალოთ ხელისუფლება, გახდეს პროუკრაინული ქართული ხელისუფლება და შეუტიონ რუსეთს უკრაინის დასახმარებლად ანუ დავიწყოთ ომი და ამ ქვეყანაში ისევ დავატრიალოთ ის უბედურება, რაც ამ პოლიტიკურმა ძალამ თავისი ავანტიურისტული პოლიტიკის შედეგად, 2008 წელს დაგვმართა თავს. ჩვენ, საზოგადოებასთან ერთად, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველო არ იყოს ამ მორიგი უმძიმესი, დამანგრეველი ავანტიურისა და ავანტიურისტთა მსხვერპლი. ჩვენ დავინახეთ, რომ ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტის უკან ასეთი ძალები ცდილობდნენ ამ გეგმების განხორციელებას", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა 10 მარტს, Ukrinform-ის მედიაცენტრში გლობალური ინიციატივის, SAVE MISHA-ს თემაზე დისკუსიის დროს თქვა, რომ იგეგმება მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყება. მერაბიშვილის განცხადებით, აქციების მთავარი მიზანი საქართველოში ხელისუფლების შეცვლა იქნება.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)