|
2023-03-10 16:12:54, 1105 ნახვა
პოლიტიკა
პესკოვი რუსების საქართველოდან გასვლაზე - უმჯობესია ბედნიერება ეძებო იქ, სადაც შენი ქვეყნის დროშას არ წვავენ
უმჯობესია ბედნიერება ეძებო იქ, სადაც შენი ქვეყნის დროშას არ წვავენ, - ასე ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებს, რომლის მიხედვითაც, "უცხოური აგენტების" კანონპროექტის პროტესტის ფონზე, რუსეთის მოქალაქეები საქართველოდან, ლარსის გამშვები პუნქტის მეშვეობით, სამშობლოში დაბრუნებას ცდილობენ. პესკოვი მიიჩნევს, რომ აქციების პარალელურად, რუსების მიერ საქართველოს დატოვება ტენდენციურ ხასიათს არ მიიღებს და რომ არიან მოქალაქეები, რომლებმაც ქვეყანა მართლაც დატოვეს, თუმცა მათი რაოდენობის გაზვიადება "საჭირო არ არის". "ისინი გადაადგილებაში თავისუფალნი არიან და მუდმივად ეძებენ რაღაც უკეთესს. ვერ ხვდებიან, რომ ყველაზე კარგი, ალბათ, სამშობლოა. არავინ უშლის მათ ბედნიერების სხვაგან ძიებაში ხელს, მაგრამ უმჯობესია, ბედნიერება ეძებო იქ, სადაც ასეთი სახალხო არეულობა არ არის და სადაც შენი სამშობლოს დროშებს არ წვავენ", - ამბობს პესკოვი. შეგახსენებთ, რომ "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ, 7, 8 და 9 მარტს, თბილისში მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა. აქციებზე აქტივისტებმა რუსეთის ფედერაციის დროშა არაერთხელ დაწვეს. მასშტაბური პროტესტის შედეგად, დღეს, 10 მარტს პარლამენტმა ორი დღის წინ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი მეორე მოსმენაზე ჩააგდო.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)