13:57 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-10 10:46:22, 2132 ნახვა

კომენტარი
ჩიხლაძე - არ აგერიოთ, წითელ ღილაკს უნდა დააჭიროთ დღეს, ძალიან პრინციპულებო!

წითელ ღილაკს უნდა დააჭიროთ დღეს! მწვანეს არა! - ასე მიმართავს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე უმრავლესობის დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომამდე, რომელზეც "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტის ჩაგდება იგეგმება.

ჩიხლაძე განცხადებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს და იმ 78 დეპუტატს, რომლებმაც ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" კანონპროექტს პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირეს, კოლექტიურ "ყაველაშვილებს" უწოდებს.

''78 ყაველაშვილს პარლამენტში: არ აგერიოთ, წითელ ღილაკს უნდა დააჭიროთ დღეს! მწვანეს არა! აბა თქვენ იცით ძალიან პრინციპულებო!''- წერს  სერგო ჩიხლაძე.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტის ჩაგდება იგეგმება, დღეს, 12:00 საათზე გაიმართება. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი ვენეციის კომისიიდან პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გუშინ, 9 მარტს გამოიწვია. გამოწვევის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ, „ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტის შენობასთან არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics