|
2023-03-10 09:47:04, 1099 ნახვა
პოლიტიკა
თუ უკვე ქვეყანაში ხართ, ხალხმრავალ ადგილებს მოერიდეთ - რუსეთი მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს
რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც უკვე საქართველოში იმყოფებიან, უნდა მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს, კერძოდ, ბათუმისა და თბილისის ცენტრებს. "რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს. თუ უკვე ქვეყანაში ხართ, გირჩევთ მოერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, კერძოდ, ბათუმისა და თბილისის ისტორიულ ცენტრებს. დახმარების გაწევის აუცილებლობის შემთხვევაში ორგანიზებული ტურისტებისთვის მოქმედებს ტურისტთა დახმარების ასოციაციის ტელეფონი. ტურისტებს, რომლებიც ინდივიდუალურად მოგზაურობენ, შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების განყოფილებას. შვეიცარიის საელჩო წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს საქართველოში",- ნათქვამი განცხადებაში.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)