|
2023-03-10 00:53:30, 1027 ნახვა
პოლიტიკა
მაკრონი - ევროპისკენ მიბრუნებულმა საქართველომ იცის, რომ შეუძლია საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს
ევროპისკენ მიბრუნებულმა საქართველომ იცის, ჩვენთან მეგობრობის იმედი უნდა ჰქონდეს - წერს სოციალურ ქსელში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. "მათ გაიგეს ქართველების მიჯაჭვულობა დემოკრატიული ღირებულებებისადმი, პრესის თავისუფლებისა და გაერთიანების თავისუფლებისადმი. ევროპისკენ მიბრუნებულმა საქართველომ იცის, რომ მას შეუძლია საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს" - განაცხადა ემანუელ მაკრონმა. შეგახსენებთ, დღეს, 9 მარტს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტი ვენეციის კომისიიდან გამოიწვია. კანონპროექტის გამოთხოვის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ, „ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტის შენობასთან არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7-8 მარტს გამართულ აქციები წყლის ჭავლის, წიწაკის სპრეისა და ცრემლსადენი გაზის საშუალებით დაშალა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)