|
2023-03-09 21:19:08, 1329 ნახვა
პოლიტიკა
პოდოლიაკი - არ შეიძლება ევროპისკენ სვლა, მაგრამ რუსეთისკენ ყურება - საქართველო აუცილებლად იქნება თავისუფალი
საქართველო აუცილებლად იქნება თავისუფალი და ევროპული, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. როგორც პოდოლიაკი Twitter-ზე წერს, არ შეიძლება გინდოდეს ევროპისკენ სვლა, თუმცა იხედებოდე რუსეთისკენ. "არ შეიძლება „უცხო აგენტებზე“ რეპრესიული კანონების მიღება, ან თავისუფლების მსურველი მოქალაქეების ცემა, ან სვლა ევროპისკენ, მაგრამ რუსეთისკენ ყურება. არ შეიძლება ნელ-ნელა კლავდე შენს პრეზიდენტს ციხეში... და რაც მთავარია, არასოდეს არ უნდა უსმინო რუსეთს. საქართველო აუცილებლად იქნება თავისუფალი და ევროპული",- წერს პოდოლიაკი. შეგახსენებთ, დღეს, 9 მარტს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტი ვენეციის კომისიიდან გამოიწვია. კანონპროექტის გამოთხოვის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ, „ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო. პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღეს, 8 მარტს კი, პარლამენტის თავმჯდომარემ ის ვენეციის კომისიაში გადააგზავნა. კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს. ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი თებერვალში დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც. კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია".
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)