|
2023-03-09 06:38:52, 937 ნახვა
პოლიტიკა
აქცია გრძელდება, მომიტინგეებმა მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს
ამ წუთებში აქციის მონაწილეები მელიქიშვილის გამზირზე იმყოფებიან, სადაც მათ პოლიცია თსუ-სკენ მსვლელობის დროს წამოეწია. მშვიდობიანი მოქალაქეები სკანდირებენ: "საქართველო", "არა რუსულ კანონს" და პოლიციის წინ ხელებაწეულები დგანან. მანამდე აქციის მონაწილეები მეტრო "რუსთაველთან" იყვნენ. მათ ადგილზე ნაგვის ურნებისგან ბარიკადები აღმართეს. ადგილზე იწვის ნაგვის ურნები და სხვადასხვა ნივთი. აქციის მონაწილეების ნაწილი კი კოსტავას ქუჩაზე გადავიდა. პარალელურად, მიმდინარეობს მოქალაქეების დაკავება. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია კი თითქმის მთლიანად სამართალდამცველებს აქვთ დაკავებული. რუსთაველის გამზირზე რობოკოპებმა და სპეცდანიშნულების რაზმებმა აქციის მონაწილეები საბოლოოდ დაშალეს. მომიტინგეთა დევნის ოპერაცია სასტუმრო "თბილისი მერიოტიდან" დაიწყო, გზად პოლიციელებმა დაიწყეს მოქალაქეების დაკავება, მათ შორის ძალადობრივი მეთოდებით დაკავების ფაქტებიც იყო. "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტის ცნობით, აქციის მონაილეთა დაკავება ასევე მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის პარალერულ ქუჩებზეც.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)