|
2023-03-09 04:54:11, 1246 ნახვა
პოლიტიკა
ამერიკელი სენატორები - ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, გადახედოს ამ შემაშფოთებელ კანონმდებლობას
"ქართული ოცნების" მიერ ახალი კანონპროექტის პირველი მოსმენით დამტკიცებას ეხმაურებიან ამერიკელი სენატორები რიში, შაჰინი, მენდესი, დურბინი და რიკეტსი. ამერიკელი პოლიტიკოსები საერთო განცხადებაში "ქართულ ოცნებას" ახალი კანონპროექტის გამო აკრიტიკებენ. ქუჩაში გამოსული ქართველი ხალხი ნათლად ხედავს, რომ საქართველოს პარლამენტის ეს ნაბიჯი, ემუქრება არა მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებელ მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას, არამედ წარმოადგენს უზარმაზარ უკან გადადგმულ ნაბიჯს ქართული დემოკრატიისთვის. ეს კანონი, მხოლოდ დააშორებს საქართველოს იმ ტრანსატლანტიკურ საზოგადოებას, რომელშიც მას გაწევრიანება სურს. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, გადახედოს ამ შემაშფოთებელ კანონმდებლობას, რათა თავიდან ავიცილოთ კიდევ ერთი მარცხი დემოკრატიულ ტრაექტორიაზე და იმუშაოს ქართველი ერისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, საშუალება მისცეს მოქალაქეებს, გამოხატონ მშვიდობიანი პროტესტი — ეს არის ძირითადი უფლება, რომელიც ნებისმიერ დემოკრატიაში უნდა იყოს დაცული. - ნათქვამია ამერიკელი სენატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)