|
2023-03-09 04:44:18, 935 ნახვა
პოლიტიკა
სპეცრაზმი ისევ ცდილობს წყლის ჭავლით და გაზით მომიტინგეების დაშლას თუმცა უშედეგოდ
რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმი აქციის მონაწილეების დაშლას კვლავ ცდილობს. სპეცრაზმი მომიტინგეების მისამართით იყენებს წყლის ჭავლს. რამდენიმე წუთის წინ რუსთაველის გამზირზე ფორმიანები შევარდნენ და რამდენიმე პირი ძალის გამოყენებით გაათრიეს. სულ ცოტა ხნის წინ კი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა ისევ გამოიყენეს. წყლის ჭავლის მანქანა მათ დაშლისკენ ამ დრომდე მოუწოდებს და აფრთხილებს: "მოქალაქენო, გთხოვთ დაიშალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები". მიუხედავად იმისა, რომ სპეცდანიშნულების რაზმებმა აქციის მონაწილეები ოპერის და ბალეტის თეატრამდე ჩაწია, ისინი უკან დაბრუნდნენ და აქციას "რუსთაველის თეატრის" ასევე სასტუმრო "თბილისი მერიოტის" წინ აგრძელებენ, რუსთაველის გამზირზე დარბეულ დემონსტრანტებს, მოქალაქე ცხელ ჩაის ურიგებს. მომიტინგეები ცდილობენ, თავი სკამებით, ნაგვის ურნებითა და სხვადასხვა ნივთებით შექმნილი ბარიკადებით დაიცვან. „შეჩერდით!“, - ისმის შეძახილები აქციის მონაწილეების მხრიდან.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)