|
2023-03-09 01:33:47, 722 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - კანონპროექტი, რომელზეც ვეტოს დავადებ, ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ აგენტების შესახებ კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა CNN-ს განუცხადა. "ძალიან ნათელია, რომ საქართველოს და ქართველ ხალხს არ სურს ამ გზაზე წასვლა. ყოველთვის ასე ხდებოდა ისტორიის განმავლობაში, როცა კითხვას სვამდნენ, მოსახლეობის პასუხი ერთადერთი იყო, რომ ჩვენ გვინდა ევროპა. ევროპა, რომელიც არის ჩვენი მომავალი და ჩვენი ღირებულებების შესაბამისია. ის, რაც ახლა ხდება, კანონპროექტს, რომელზეც უკვე ვთქვი, რომ ვეტოს დავადებ, ეწინააღმდეგება ღირებულებებს, რომელსაც ევროკავშირი ეფუძნება და ეს ხდება მაშინ, როცა ჩვენ ველოდებით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებას. მასზე უარი რამდენიმე თვის წინ მივიღეთ, მაშინ როცა უკრაინამ და მოლდოვამ ეს ყველაფერი მიიღო. ქართველმა ხალხმა იცის, რომ ეს უმნიშვნელოვანესი გზაჯვარედინია ჩვენი მომავლისთვის, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენი შვილების მომავალი განისაზღვრება იმით, თუ რას გავაკეთებთ უახლოეს კვირებსა და დღეებში. ხალხი კი ამბობს, რომ მათ სურთ ევროპა", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)