|
2023-03-09 01:07:06, 833 ნახვა
პოლიტიკა
ზელენსკი - ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს ევროკავშირში და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოში მიმდინარე აქციების მონაწილეებს მიმართავს. ზელენსკი ქართველ ხალხს მანიფესტაციებზე უკრაინის დროშით მისვლის გამო მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ საქართველო ევროკავშირში უნდა იყოს და ის დარწმუნებულია, რომ ეს ასეც იქნება. „მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც ამ დღეებში საქართველოში, მოედნებსა და ქუჩებში უკრაინის დროშები ეჭირა. მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ ჩვენი ეროვნული ჰიმნი თბილისის ქუჩებში ისმოდა. ეს არის პატივისცემა უკრაინის მიმართ და მინდა გამოვხატო ჩემი გულწრფელი პატივისცემა საქართველოს მიმართ. არ არსებობს ისეთი უკრაინელი, რომელიც ჩვენს მეგობარ საქართველოს წარმატებას არ უსურვებს - დემოკრატიულ წარმატებას, ევროპაში წარმატებას. ჩვენ გვინდა ვიყოთ ევროკავშირში და ვიქნებით. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს ევროკავშირში და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ჩვენ გვინდა, რომ მოლდოვა იყოს ევროკავშირში და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ევროპის ყველა თავისუფალი ხალხი ამას იმსახურებს. დიდება ყველას, ვინც ახლა იბრძვის უკრაინისთვის, დიდება ყველას, ვინც იბრძვის თავისი ძმებისთვის! დიდება უკრაინას!“, - აცხადებს ზელენსკი, რომლის მიმართვის თარგმანსაც „მთავარი არხი“ ავრცელებს.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)