|
2023-03-08 17:13:50, 879 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ცდილობენ საზოგადოება, შეცდომაში შეიყვანონ, თუ ვინმე უცხოურ გრანტს მიიღებს, აგენტად გამოცხადდება - ტყუილია მეგობრებო, არ დაუჯეროთ
მიმდინარეობს სიცრუის პროპაგანდა, რათა პარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ ამერიკულ კანონს, მიაწენონ „რუსული კანონის“ იარლიყი.- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გაკეთებული ვიდეომიმართვისას განაცხადა. მისივე განმარტებით, ქართული კანონპროექტი მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს ადგენს. „მთელი ამ ხნის განმავლობაში ცდილობდნენ, საზოგადოებისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია, რომ ის არის რუსული კანონი. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არსებულ კანონს არანაირი კავშირი არ აქვს რუსულ კანონთან. მინდა გითხრათ, რომ ქართული კანონი მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს ადგენს და ის არავის საქმიანობას ზღუდავს არავითარი ფორმით. სრული სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს, ეს კანონი რომელიმე ადამიანს აგენტად აცხადებს ან რაიმე ფორმით, უცხოური დაფინანსებით კეთილი საქმეების კეთებას კრძალავს. არ არის ასე. არც სამედიცინოს, განათლების სფეროს, არც მეცნიერებას არ ეხება. ეს იმის შედეგია, რომ შინაარსში არავინ შედიოდა. ამ დღეებში არასამთავრობო სექტორი, თავისი დამფინანსებელბით, ცდილობდა, საზოგადოება, ახალგაზრდები შეცდომაში შეეყვანა, თითქოს, თუ ვინმე უცხოურ გრანტს მიიღებს, აგენტად გამოცხადდება. ტყუილია მეგობრებო, არ დაუჯეროთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა. მისივე თქმით, პირველი მოსმენით დამტკიცებული კანონპროექტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნა. „რაც შეეხება აღნიშნულ კანონს, იცით, რომ პირველი მოსმენით მიიღეს გუშინ და გადაიგზავნა ვენეციის კომისიაში. დაველოდებით, რა შეფასებები გაკეთდება. ესეც მანიშნებელია იმისა, რომ ევროინტეგრაციის მიმართულებით, ამ გზას მივუყვებით და არც ერთი ნაბიჯით არ გადაგვიხვევია. ყველაფერს ვაკეთებთ ამ რთულ და მნიშვნელოვან გზაზე, რასაც ევროინტეგრაცია ჰქვია“, - აღნიშნა კახა კალაძემ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)