|
2023-03-08 11:57:26, 907 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: რაც შეეხება მაიდანთან შედარებას, ქართველი იანუკოვიჩი ზის ციხეში და მას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი
"რაც შეეხება „მაიდანთან“ შედარებას, პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ქართველი იანუკოვიჩი ზის ციხეში და მას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას გამოეხმაურა. „რა მოუტანა „მაიდანმა“ უკრაინას? მეორე წელსვე უკრაინას ჰქონდა ომი, რა დროსაც დაკარგეს ყირიმი, ლუგანსკისა და დონეცკის დიდი ნაწილი, ამ ყველაფრის გაგრძელებაა ის ომი, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, არის ამ ქვეყანაში. მთლიანობაში ქვეყნის ტერიტორიის 20% დაკარგა უკრაინამ - ეს არის სწორედ იმ პროცესების შედეგი, რაც საქართველოში უნდათ რადიკალებს, რომლებსაც მხარს უჭერს ვიოლა ფონ კრამონი. ჩვენ ვიმოქმედებთ არა რადიკალების დღის წესრიგით, არამედ ქართული საზოგადოების ინტერესების შესაბამისად“, - განაცხადა კობახიძემ. ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი თბილისში პარლამენტთან გამართულ აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თბილისში განვითარებული მოვლენები მას 2013-2014 წლებში უკრაინაში „მაიდანის“ დროს ახსენებს.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)