|
2023-03-08 03:23:11, 1075 ნახვა
პოლიტიკა
ბორელი: კანონის მიღებამ, შესაძლოა სერიოზული შედეგები იქონიოს ჩვენს ურთიერთობაზე
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას ავრცელებს რის მიხედვითაც, საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულმა აგენტების შესახებ კანონმა "შესაძლოა სერიოზული შედეგები იქონიოს საქართველო-EU-ის ურთიერთობებზე". "საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ახალი კანონი "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ". ეს ძალიან ცუდი განვითარებაა საქართველოსთვის და მისი ხალხისთვის. კანონი, მისი ამჟამინდელი ფორმით, საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციებს, რაც უარყოფით შედეგებს მოიტანს მრავალი ქართველისთვის, რომელთათვისაც მათი [NGO და მედია] მუშაობა მნიშვნელოვანია. ეს კანონი შეუსაბამოა ევროკავშირის ფასეულობებთან და სტანდარტებთან. იგი ეწინააღმდეგება საქართველოს გამოცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, რასაც საქართველოს მოქალაქეთა დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. მისმა საბოლოო მიღებამ შესაძლოა სერიოზული შედეგები იქონიოს ჩვენს შორის ურთიერთობებზე. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, უერთგულოს ვალდებულებას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მხარდაჭერის თაობაზე და შეახსენებს, რომ ადამიანებს აქვთ მშვიდობიანი პროტესტის უფლება", - აღნიშნულია განცხადებაში.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)