|
2023-03-07 13:07:34, 1040 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - გთხოვთ, რეაგირების გარეშე დავტოვოთ ოპოზიციის პროვოკაციული გამოსვლები, რომლის მიზანი ევრორეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხების ჩაგდებაა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობას მოუწოდა, მაქსიმალურად რეაგირების გარეშე დატოვონ ოპოზიციის შეურაცხმყოფელი გამოსვლები, რომლის მიზანი შეიძლება იყოს რამდენიმე იმ საკითხის ჩაგდება, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ევრო რეკომენდაციების შესრულებასთან. „ვხედავთ, რომ დიდი ალბათობით და გარანტიით გაგრძელდება შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური გამოსვლები, შეიძლება ამას ქონდეს კონკრეტული მიზანი, ერთერთი მიზანი შეიძლება იყოს რამდენიმე იმ საკითხის ჩაგდება, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ევრო რეკომენდაციების შესრულებასთან, მაგალითად, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების თემაზე მომზადებული დადგენილება, ომბუდსმენის არჩევის საკითხი. ყველას მინდა გთხოვოთ, მაქსიმალურად რეაგირების გარეშე დავტოვოთ მათი თუნდაც შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული გამოსვლები, ასეთი მრავლად იქნება ამ ერთი საათის განმავლობაში. თუ რამეზე რეაგირება იქნება საჭირო, ბოლოსკენ მივცეთ რეაქცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)