|
2023-03-06 23:15:28, 1238 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - შევთანხმდით, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარს დაუჭერს
ერთადერთი კანდიდატურაა ლევან იოსელიანის, რომელზეც ვიმსჯელეთ. იყო დისკუსია, თუმცა საკითხი მალე გადავწყვიტეთ, იოსელიანის კანდიდატურასთან დაკავშირებით უარყოფით კონტექსტში იყო მხოლოდ 2 არგუმენტი წარმოდგენილი, მაგრამ მხოლოდ ეს არგუმენტები არ არის საკმარისი, რომ მის კანდიდატურაზე უარი ვთქვათ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო უმრავლესობა ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარს დაუჭერს. მან დასძინა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ შესრულდეს ევრორეკომენდაციის ის პუნქტი, რომელიც სახალხო დამცველის არჩევას შეეხება. "ერთადერთი კანდიდატურაა ლევან იოსელიანის, რომელზეც ვიმსჯელეთ. იყო დისკუსია, თუმცა საკითხი მალე გადავწყვიტეთ. აქვე გაგიმხელთ, რომ იოსელიანის კანდიდატურასთან დაკავშირებით უარყოფით კონტექსტში იყო მხოლოდ 2 არგუმენტი წარმოდგენილი - რამდენიმე დეპუტატის მხრიდან გამოითქვა, რომ პოლიტიკურად მიკერძოებული ადამიანი არ და ვერ უნდა იყოს კანდიდატი და შესაბამისად შემდგომში სახალხო დამცველი, ასევე გაიხსენეს რამდენიმე განცხადება მის მიერ წარსულში გაკეთებული, რომელიც არ იყო რელევანტური. მხოლოდ ეს არგუმენტები არ არის საკმარისი, რომ მის კანდიდატურაზე უარი ვთქვათ. საბოლოო ჯამში შევთანხმდით, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარს დაუჭერს სრული შემადგენლობით. ასევე მის პიროვნებასთან და პროფესიონალიზმთან დაკავშირებით კითხვები არავის ჰქონია. ყველაფერი უნდა გავაკეტოთ, რომ შესრულდეს ევრორეკომენდაციის ის პუნქტი, რომელიც სახალხო დამცველის არჩევას შეეხება", - თქვა მდინარაძემ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)