|
2023-03-06 20:20:13, 1156 ნახვა
პოლიტიკა
ხაზარაძე - ან ვიცავთ ჩვენს კონსტიტუციას და ჩვენი შვილების მომავალს, ან უბრალოდ რუსეთს ვბარდებით
აუცილებლად შესაქმნელია წინააღმდეგობის მოძრაობა, სადაც ყველა, პირველ რიგში, რიგითი მოქალაქეები გაერთიანდებიან და თავიანთ კონსტიტუციურ უფლებებს დაიცავენ, - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, საკითხი შემდეგნაირია, ან ვიცავთ კონსტიტუცია და შვილების მომავალს, ან უბრალოდ რუსეთს ვბარდებით. მან დასძინა, რომ დღევანდელ რეალობაში ყველაფერი უნდა გადავდოთ გვერდით და ერთიანი ფრონტით და ძალებით, უნდა დავანახოთ მსოფლიოს, რომ ქართველი ხალხი არავითარ შემთხვევაში არ დათმობს იმ მონაპოვარს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში წინაპრების ოცნება იყო. "ვფიქრობ, აუცილებლად შესაქმნელია წინააღმდეგობის მოძრაობა, სადაც ყველა, პირველ რიგში, რიგითი მოქალაქეები გაერთიანდებიან და თავიანთ კონსტიტუციურ უფლებებს დაიცავენ. საკითხი დგას ასე - ან ვიცავთ ჩვენს კონსტიტუციას და ჩვენი შვილების მომავალს, ან უბრალოდ რუსეთს ვბარდებით. დღეს ქიშპობის დრო არ არის, დღეს ყველაფერი გვერდით უნდა გადავდოთ და ერთიანი ფრონტით, ერთიანი წინააღმდეგობის მოძრაობით ხელისუფლებასა და მთელ მსოფლიოს დავანახოთ, რომ ქართველი ხალხი არავითარ შემთხვევაში არ დათმობს იმ მონაპოვარს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრების ოცნება იყო და ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის გაცხადებული და დაკანონებული მიზანია", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)