|
2023-03-06 19:35:06, 1297 ნახვა
პოლიტიკა
მელია აგენტების შესახებ კანონპროექტზე - ჩვენ ვკარგავთ არა უბრალოდ ევროპულ პერსპექტივას, არამედ ქართულ იდენტობას
ჩვენ ვკარგავთ არა უბრალოდ ევროპულ პერსპექტივას, არამედ ვკარგავთ იმას, რაც უკვე გვაქვს, ანუ ქართულ იდენტობას, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. მისივე თქმით, ქართული იდენტობის და ისტორიული მონაპორის დაცვა შესაძლებელია, მხოლოდ დაცულ ერთობაში და ასეთი დაცული ერთობა მხოლოდ ევროპული ოჯახია, რომელიც იცავს იდენტობას, განსხვავებით რუსეთისგან, რომელიც გიოხრებს იდენტობას. |ჩვენ ვკარგავთ არა უბრალოდ ევროპულ პერსპექტივას, არამედ ვკარგავთ იმას, რაც უკვე გვაქვს, ანუ ქართული იდენტობა. მჯერა, რომ ქართული იდენტობის, ქართული სახელმწიფოს ისტორიული მონაპოვრის დაცვა, შესაძლებელია, მხოლოდ დაცულ ერთობაში და ასეთი დაცული ერთობა წარმომიდგენია მე მხოლოდ და მხოლოდ ევროპული ოჯახი, რომელიც იცავს შენს იდენტობას, განსხვავებით რუსეთისგან, რომელიც აოხრებს და გინადგურებს იდენტობას. "მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ევროპელი" როდესაც ითქვა, ეს ნიშნავს რას? დღეს შენ გართმევენ არა უბრალოდ ევროპელობას, არამედ ქართულ იდენტობასაც. ბოლშევიკური კანონპროექტი არ უნდა გადაიქცეს კანონად. ბოლშევიკური კანონი გულისხმობს თითოეული თქვენგანის, ჩემი, თქვენი და ყველა მოქალაქის პოზიციის რეგულაციაში მოქცევას. ეს არანაირად არ უკავშირდება გამჭვირვალობას. უკავშირდება სრულ კონტროლს... იმ კულტურის გაცოცხლება უნდათ, რომ ვიღაც ადამიანი რაღაცას დაწერს თქვენზე და ამის შემდეგ დაიწყება თქვენ წინააღმდეგ ადმინისტრაციული ა სისხლის სამართლებრივი წარმოება და ან დაგაჯარიმებენ, ან დაგაპატიმრებენ და არც გეცოდინებათ, რის საფუძველზე დაიწყო ეს ყველაფერი. ეს გეგმა გულისხმობს სახელმწიფოებრიობისთვის საძირკვლის გამოცლად. ეს არ არის უბრალოდ კანონპროექტი, რომელიც ანტიკონსტიტუციურია, თავდაყირა აყენებს ქართულ სახელმწიფოს", - განაცხადა მელიამ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)