|
2023-03-06 19:17:16, 1245 ნახვა
პოლიტიკა
იურიდიულმა კომიტეტმა აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "აგენტების" შესახებ რუსულ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. "აქ არ არის საუბარი ფიზიკური პირების აგენტად მოხსენიებაზე და არავითარ შემთხვევაში საუბარი რაღაც სტიგმატიზირებით და ნეგატიური კონტექსტით. არც ერთ ფიზიკურ პირს ეს დასახელება არ ეხება, თითქოს ფიზიკური პირი არის აგენტი. ასეთი რამ არ ხდება. რაც შეეხება ტერმინოლოგიას, სხვა საკითხებს, მეორე მოსმენის ფარგლებში, გვექნება ამ საკითხებზე მსჯელობა და მხოლოდ იმ პრინციპით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, რომ ინფორმირებულობა არის მნიშვნელოვანი კომპონენტი დემოკრატიულ საზოგადოებაში".- თქვა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა. ცნობისთვის, ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც. მეორეს მხრივ, მმართველი პოლიტიკური გუნდი ანტიდასავლური მოძრაობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აანონსებდა. კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია". 2 მარტს, საქართველოს პარლამენტმა საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების გაერთიანებულ კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტს მხარი მაინც დაუჭირა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)