|
2023-03-06 12:50:54, 701 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე მაჭარაშვილს - ჭერი რომ გაიხსნას და ერთი ტონა ბინძური მასა გადმოვიდეს და თავზე დაგესხათ, დატოვებთ მაგ ტრიბუნას?
ჭერი რომ გაიხსნას და ერთი ტონა ბინძური მასა გადმოვიდეს და თავზე დაგესხათ, დატოვებთ მაგ ტრიბუნას?,- ასე მიმართა პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ "ხალხის ძალის" წარმომადგენელს, გურამ მაჭარაშვილს. გოცირიძის თქმით, კომიტეტიდან ოპოზიციის წარმომადგენლებს კითხვის დასმის გამო აძევებდნენ. "დაიცალა ოპოზიცია სათითაოდ დარბაზიდან. რამდენი შეკითხვაც დაისვა, იმდენი გააძევეთ და ამიტომ, პირდაპირ კანონთან დაკავშირებით მინდა დაგისვათ ისეთი შეკითხვა, რომელიც იურიდიულად ძალიან გამართული იქნება და ძალიან მოგეწონებათ. ბატონო გურამ, აი, ეს ჭერი რომ გაიხსნას და იქიდან ერთი ტონა ბინძური მასა რომ გადმოვიდეს და თავზე დაგესხათ, დატოვებთ მაგ ტრიბუნას? ბატონი ანრი რომ არ დატოვებს ვიცი, მაგრამ თქვენ თუ დატოვებთ მაგ ტრიბუნას. გმადლობთ",- განაცხადა გოცირიძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე “ქართული ოცნების" და ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრები, „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ. ადგილზე მმართველ პარტიასა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის სიტუაცია არა ერთხელ დაიძაბა და სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ორგანოში დაშვების შეზღუდული რეჟიმი აამოქმედეს და ჟურნალისტები არ შეუშვეს. პარლამენტის შენობასთან არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები არიან შეკრებილი და საპროტესტო აქციას მართავენ. ადგილზე ასევე იმყოფებიან რიგითი მოქალაქეები და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც თვლიან, რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა საქართველოს მომავლისთვის საზიანო იქნება.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)