|
2023-03-06 10:29:29, 677 ნახვა
პოლიტიკა
იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური აგენტების“ კანონპროექტს განიხილავენ, ფიზიკური დაპირისპირებაა
პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, ფიზიკური დაპირისპირება იყო. დაპირისპირება „ქართული ოცნების“ და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის მოხდა. მანდატურებმა სხდომათა დარბაზიდან ოპოზიციის წევრები გააძევეს. მათ შორის იყო „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. შეგახსენებთ, რომ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე “ქართული ოცნების" და ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრები, „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ორგანოში დაშვების შეზღუდული რეჟიმი აამოქმედეს და ჟურნალისტები არ შეუშვეს. პარლამენტის შენობასთან არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები არიან შეკრებილი და საპროტესტო აქციას მართავენ. ადგილზე ასევე იმყოფებიან რიგითი მოქალაქეები და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც თვლიან, რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა საქართველოს მომავლისთვის საზიანო იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)