|
2023-03-06 09:25:52, 734 ნახვა
პოლიტიკა
სამნიძე - პარლამენტი სავსეა სუს-ით, ყველა სართულზე არის დაცვა, კორდონებია გაკეთებული
პარლამენტის ოპოზიციური წევრის, ხათუნა სამნიძეს განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში, სადაც „უცხოური აგენტების“ კანონპროექტი უნდა განხილონ, სამართალდამცავების უპრეცედენტო მობილიზებაა. მისივე თქმით, საბჭოთა ბიურო დაკეტილია, ყველა სართულზე არის დაცვა და კორდონებია გაკეთებული. "სხდომაზე ოპოზიციის დიდი რაოდენობა იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამოიწვევს "ქართული ოცნების" გაღიზიანებას, მითუმეტეს, როცა ჩანს, რომ სპეცოპერაცია დაწყებულია. შენობა არის სავსე სუს-ით და დაცვით, თანამშრომლები მწერენ. ყველა სართულზე არის დაცვა, რაღაც კორდონებია გაკეთებული, მაგრამ საბჭოთა ბიურო დაკეტილია, ნანა კაკაბაძე და ჯონდი ბაღათურია შიგნით არიან, ჩანს უკვე რა დამოკიდებულება აქვს "ქართულ ოცნებას" და რას გვიპირებს. ერთის მხრივ ზურგს აქცევენ ევროპას, ასე ჯიქურ, ძალადობრივად, ხალხის ნების წინააღმდეგ, ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ, მაგრამ თან ამის ეშინიათ, მთელი დაცვის პოლიცია და მთელი სუს-ი აქ უდგათ, იმისთვის, რომ ისინი დაიცვან საკუთარი ხალხისგან", - განაცხადა სამნიძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე “ქართული ოცნების" და ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრები, „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ორგანოში დაშვების შეზღუდული რეჟიმი აამოქმედეს და ჟურნალისტები არ შეუშვეს. პარლამენტის შენობასთან არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები არიან შეკრებილი და საპროტესტო აქციას მართავენ. ადგილზე ასევე იმყოფებიან რიგითი მოქალაქეები და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც თვლიან, რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა საქართველოს მომავლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)