|
2023-03-06 09:27:38, 1003 ნახვა
პოლიტიკა
წითლიძე - ხელისუფლება რომელსაც ასე სჭირდება დაცვა საკუთარი ხალხისგან, ხელისუფლება არ არის
ხელისუფლება რომელსაც ასე სჭირდება დაცვა საკუთარი ხალხისგან - ხელისუფლება არ არის,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, ანი წითლიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, პარლამენტი სავსეა სპეც დაცვის თანამშრომლებითა და კრიმინალური პოლიციით, ასევ ჩაკეტილია საშვთა ბიუროც. "სავსეა პარლამენტი სუსით, სპეც დაცვის თანამშრომლებით, კრიმინალური პოლიციით. სართული არ არის სადაც არ ზიან. გადატენილია დერეფნები. საშვთა ბიურო ჩაკეტილია. ხელისუფლება რომელსაც ასე სჭირდება დაცვა საკუთარი ხალხისგან - ხელისუფლება არ არის. მშიშრები! მორევაზე არიან",- წერს წითლიძე. აღსანიშნავია, რომ პარლამენტში, სადაც „უცხოური აგენტების“ კანონპროექტი უნდა განიხილონ, ჟურნალისტებს არ უშვებენ. ცნობისთვის, ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც. მეორეს მხრივ, მმართველი პოლიტიკური გუნდი ანტიდასავლური მოძრაობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აანონსებდა. კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია". 2 მარტს, საქართველოს პარლამენტმა საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების გაერთიანებულ კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტს მხარი მაინც დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)