22:13 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-03 22:25:50, 1655 ნახვა

ომი უკრაინაში
შმიგალი - ჩვენთვის საკმარისი არ არის „ღია კარი“, ჩვენ გვინდა და ველით კონკრეტიკას ჩვენი პარტნიორებისგან

ჩვენთვის საკმარისი არ არის „ღია კარი“, ჩვენ გვინდა და ველით კონკრეტიკას ჩვენი პარტნიორებისგან, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინა აქტიურად ემზადება ვინლნიუსის სამიტისთვის, რომელიც 11-12 ივლისს გაიმართება, ისინი ელოდებიან, რომ ამ სამიტზე მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდება.

მან დასძინა, რომ უკრაინა ნატო-ს აღჭურვილობითა და სტანდარტებით იბრძვის, აქედან გამომდინარე უკრაინა დე ფაქტო არის ნატოში.

„ჩვენ აქტიურად ვემზადებით ვილნიუსის სამიტისთვის. ველოდებით და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ამ სამიტზე მნიშვნელოვანი განცხადებები იყოს. ჩვენთვის საკმარისი არ არის „ღია კარი“. ეს ფრაზა უკრაინისათვის მრავალი წელია ისმის. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა და ველით კონკრეტიკას ჩვენი პარტნიორებისგან.

ჩვენი სამხედროები დღეს ნატოს აღჭურვილობით იბრძვიან, ჩვენი შეიარაღებული ძალები იყენებენ ნატოს სტანდარტებს, ანუ პრინციპში ჩვენ უკვე დე ფაქტო ვართ ნატოში. ბევრი ქვეყანა წევრიანდება ნატოში, რათა ჰქონდეს ამერიკული საზენიტო სარაკეტო სისტემა Patriot-ი, გერმანული ტანკი Leopard-ი. დღეს უკრაინა უკვე ნატოშია ამ მხრივ, რჩება ჩვენი პარტნიორების პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილებები მართლაც მიიღონ ამ სამიტზე", - განაცხადა შმიგალმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics