|
2023-03-03 20:20:09, 889 ნახვა
პოლიტიკა
მელია - გუშინ პარლამენტის ყველა „საოცნებო“ სავარძელში იჯდა კოლექტიური გავრილოვი
გუშინ პარლამენტის ყველა „საოცნებო“ სავარძელში იჯდა კოლექტიური გავრილოვი, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია 2 მარტის მოვლენებს. მისივე თქმით, დადგა მომენტი, როდესაც გაერთიანება და ძალისხმევა სასიცოცხლოდ აუცილებელია, სწორედ ამის გამო, ის განახლებული ენერგიებით აპირებს მოქმედებას და ბრძოლას ქვეყნის თავისუფლებისთვის. "ავტორიტარული რეჟიმი ერთ დღეში არ მყარდება, მაგრამ დგება ერთი დღე, როდესაც ყველანი ავტორიტარულ რეჟიმში ვიღვიძებთ. დღეს ერთნაირად ვგრძნობთ და განვიცდით ყველა: ვინც 2012 წელსვე მივიჩნევდით ქართულ ოცნებას რუსულად, ვინც 2016 წელს, 2020 წელს ან გუშინ გააცნობიერა, რომ ქვეყანა რუსულ კურსს კი არ ადგას, არამედ უკვე რუსეთშია. გუშინ პარლამენტის ყველა „საოცნებო“ სავარძელში იჯდა კოლექტიური გავრილოვი. ბევრჯერ ყოფილა გაერთიანებისა და ერთიანი ძალისხმევის აუცილებლობა, ბევრჯერ მოვახერხეთ კიდევაც, ზოგჯერ - ვერა, მაგრამ ახლა დადგა მომენტი, როდესაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია. ძალა ერთობაშია!", - წერს ნიკა მელია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)