|
2023-03-03 14:32:27, 775 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ოპოზიციის აქციებზე - ამ ადამიანებს საზოგადოების მხარდაჭერის არანაირი რესურსი არ გააჩნიათ
ყველაფერი გაანულეს და გააუბედურეს, რა თქმა უნდა, თავიანთი ქმედებების გამო, - ამის შესახებ დედაქალის მერმა, კახა კალაძემ გუშინდელი საპროტესტო აქციების შეფასებისას განუცხადა. როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ოპოზიციური სპექტრი დღეს განულებულია და საზოგადოების მხარდაჭერა არ გააჩნია, რაც მათივე ქმედებებითაა გამოწვეული. „იმდენად განულებულია დღეს ოპოზიციური სპექტრი, ამ ადამიანებს არანაირი რესურსი არ გააჩნიათ საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერის თვალსაზრისით, ყველაფერი გაანულეს და გააუბედურეს, რა თქმა უნდა, თავიანთი ქმედებების გამო. ხომ შეუძლებელია, რომ ყველაფერზე ის დამოკიდებულება იყოს, რაც გუშინ ვიხილეთ - არანაირი შინაარსი, არანაირი ლოგიკა. შესაბამისად, საზოგადოების მხრიდან იღებენ შესაბამის პასუხს. არ მინდა, შევიდე მათი ხედვების და გადაწყვეტილებების შეფასებაში, ეს მათი უფლებაა და რაც უნდათ, ის გააკეთონ“,- განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)