|
2023-03-02 17:37:54, 695 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებაზე - ქალებზეც ძალადობენ, ეს არის ველური რუსული ურდოს წარმომადგენელი ხალხი
ყველა დეპუტატი მამაკაცი გაიყვანეს "ქართული ოცნების" ზონდერებმა, ძირითადად დავრჩით აქ ქალები, თუმცა ქალებზეც ძალადობენ, - ამის შესახებ ფრაქცია "ლელოს" წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, მას "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა ხელი ჰკრა და პარლამენტის წევრ ანა ნაცვლიშვილს თავზე წყალი გადაასხეს, ის ამ სიტუაციას აფასებს, როგორც ველურ რუსულ ურდოს. "ყველა დეპუტატი მამაკაცი გაიყვანეს "ქართული ოცნების" ზონდერებმა, ძირითადად დავრჩით აქ ქალები, თუმცა ქალებზეც ძალადობენ, "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა ხელი მკრა, ანა ნაცვლიშვილს წყალი გადაასხეს, ეს არის ველური რუსული ურდოს წარმომადგენელი ხალხი", - განაცხადა სამადაშვილმა. შეგახსენებთ, დღეს პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის განხილვაა დაგეგმილი. ადგილზე შეკრებილი არიან არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები, რომლებმაც საკანონმდებლო ორგანოში "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წევრები შეძახილებით შეაცილეს. ადგილზე შეკრებილები საკომიტეტო სხდომათა დარბაზში შესვლას ითხოვდნენ, თუმცა მმართველმა პარტიამ ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მხოლოდ მათი მომხრეები დაუშვა. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის განხილვა ამ დრომდე არ დაწყებულა.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)