|
2023-03-02 16:58:57, 749 ნახვა
პოლიტიკა
კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური აგენტების“ კანონპროექტი უნდა განიხილონ, ფიზიკური დაპირისპირებაა
პარლამენტში, ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ერთი საათის წინ უნდა დაწყებულიყო, დაპირისპირებაა. ოპოზიციის წარმომადგენლები მმართველ პარტიას კანონპროექტის განხილვის დაწყების უფლებას არ აძლევენ. ადგილზე რამდენჯერმე იყო როგორც ფიზიკური, ასევე სიტყვიერი დაპირისპირება. ფრაქცია "ლელოს" წევრმა, სალომე სამადაშვილმა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის ადგილი დაიკავა და „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი დემონსტრაციულად დახია. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში, სადაც საკომიტეტო სხდომაზე „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის განხილვა იგეგმება, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები არიან შეკრებილი, რომლებმაც საკანონმდებლო ორგანოში "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წევრები შეძახილებით შეაცილეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)