|
2023-03-02 11:30:53, 607 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე - ვიწყებთ კამპანიას - „მილიონი ხელმოწერა ევროკავშირისთვის“
სამი ოპოზიციური პარტია "დროა", "სტრატეგია აღმაშენებელი", გირჩი - მეტი თავისუფლება" და 24 თებერვლის საინიციატივო ჯგუფის წევრები კამპანიას, სახელწოდებით "მილიონი ხელმოწერა ევროკავშირისთვის" იწყებენ. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძის თქმით, კამპანიის მიზანია, გამოხატოს ქართველი ხალხის ნება, რომ საქართველო ევროპულ და ევროატლანტიკურ გზას ირჩევს. "24 თებერვლის საინიციატივო ჯგუფი შემდგომ ნაბიჯს ვდგამთ და ვიწყებთ კამპანიას - "მილიონი ხელმოწერა ევროკავშირისთვის". ეს მილიონი ხელმოწერა ჩავა ვაშინგტონში, ჩავა ევროპულ დედაქალაქებში, ჩავა ბრიუსელში და ამით მკაფიოდ გამოვხატავთ ქართველი ხალხის აზრს, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობას. ჩვენ ვხედავთ, რომ 24 თებერვალს ათობით ათასი საქართველოს მოქალაქე შეიკრიბა რუსთაველზე, რითაც მკაფიო გზავნილი გავუგზავნეთ ჩვენ უკრაინელ მეგობრებს, რომ სოლიდარული ვართ უკრაინის; მკაფიო გზავნილი გავუგზავნეთ ჩვენ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს, რომ საქართველოს, ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროკავშირი და ნატო. სამწუხაროდ, ამის ფონზე, "ქართული ოცნება", პირდაპირ ვთქვათ, რომ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, სადაც ძლიერი საქართველოს იდეის რეალიზებად პირდაპირ არის მითითებული ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანება, არა თუ არ ასრულებს რეფორმების 12-პუნქტიან გეგმას, არამედ სამწუხაროდ, აინიცირებს რუსულ კანონს, რომელზეც მთელი ცივილიზებული სამყარო გვეუბნება, რომ ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპისკენ სვლის საკითხს. ამიტომ, ერთადერთი გზა არის, რომ ჩვენ ჩვენი საერთო მანდატით, ქართველი ხალხის მანდატით, პირდაპირ დავიწყოთ საუბარი ჩვენ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან", - განაცხადა ვაშაძემ.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)