21:48 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-02 11:31:08, 508 ნახვა

საზოგადოება
თვდაცვის მინისტრი - აშშ-ში ვიზიტი ხაზს უსვამს, თუ რა დონეზეა საგარეო ურთიერთობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან

თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა "ღამის კურიერის" ეთერში აშშ-ში ვიზიტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა ფორმატში გაზრდილია თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორთან.

„ყველა ფორმატში გაზრდილი გვაქვს ინტენსიობა. ჩვენ ვართ რამშტაინის ჯგუფის მონაწილე. ეს ვიზიტი თავისთავად ხაზს უსვამს, თუ რა დონეზეა ჩვენი საგარეო ურთიერთობები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან და ის დაფინანსებაც და სამომავლო გეგმებიც, რაც ჩვენ დავისახეთ რა, თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენს ურთიერთობას პარტნიორებთან“- განაცხადა მინისტრმა. 
მინისტრის განმარტებით, საუბარი შეეხებოდა იმ საჭიროებებს, რაც საქართველოს უდგას შეიარაღების თვალსაზრისით. 

„ჩვენ განვიხილეთ ის საჭიროებები, რაც საქართველოს უდგას შეიარაღების თვალსაზრისით. მომზადებული გვაქვს გრძელვადიანი პერსპექტივის გეგმა, თუ რა საჭიროებები დგას თავდაცვის ძალების წინაშე 2030 წლამდე. ეს გეგმა პარტნიორებთან ერთად შევადგინეთ. ჩვენ გეგმაზე ვისაუბრეთ, თუ რა დავისახეთ მიზნად ჩვენი რესურსით. ასევე იმ პოტენციურ დახმარებაზე, რაც შეიძლება იყოს მიღებული ჩვენი პარტნიორებისგან”,- განაცხადა ბურჭულაძემ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
მასშტაბური კორუფციის გამო მერიამ „რიყის დოქების“ დანგრევა გადაწყვიტა - აბესაძე
რუსეთში, ბენზინის დეფიციტის გამო, საავადმყოფოებისთვის, სახანძრო სამსახურებისთვის და საზოგადოებრივი კომუნალური კომპანიებისთვის საწვავის შესყიდვა შეფერხდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics