22:00 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-02 10:13:12, 490 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს ხელისუფლებამ სააკაშვილის სამედიცინო მიზნით გათავისუფლების საკითხი უნდა განიხილოს - Amnesty International, HRW

საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადეკვატურ სამედიცინო დახმარებაზე, აყენებს მას სიკვდილის, მუდმივი ინვალიდობისა ან ჯანმრთელობის სხვა შეუქცევადი ზიანის საფრთხის წინაშე, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც Amnesty International-ი და Human Rights Watch-ი ავრცელებენ.

ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ხელისუფლებას არ ჰქონია რეაგირება ორგანიზაციების შეშფოთებაზე, რაც მიმდინარე წლის 10 თებერვალს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსადმი გაგზავნილ  ერთობლივ წერილში გამოთქვეს.

„მიხეილ სააკაშვილისთვის ადეკვატურ სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა შეიძლება წამებას ან სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსებისშემლახავ მოპყრობას წარმოადგენს და მის სიცოცხლეს სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს... საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად, მათ შორის, განიხილოს მისი გათავისუფლება სამედიცინო ნიშნით“, - ამბობს Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე დენის კრივოშეევი.

Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის, ჰიუ უილიამსონის განცხადებით კი, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ზომები, რომლებიც აუცილებლობის შემთხვევაში, პატიმრობიდან გაათავისუფლებს იმ პირებს, რომელთა პატიმრობაში დარჩენა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებლად მიიჩნევა.

„პატიმრობა არ უნდა ნიშნავდეს სასიკვდილო განაჩენს, სადაც განკურნებადი პირობები ტრაგიკულად ფატალური ხდება“, - თქვა ჰიუ უილიამსონმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics