|
2023-03-02 09:52:03, 467 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ არცერთ ფიზიკურ პირს არ ეხება, ამერიკული და რუსული ვარიანტებისგან განსხვავებით
კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შესახებ არცერთ ფიზიკურ პირს არ ეხება, ამერიკული და რუსული ვარიანტებისგან განსხვავებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, საუბარია ქართულ ვარიანტზე, რაც „ხალხის ძალამ“ წარმოადგინა და რაშიც ცვლილებები კიდევ უნდა შევიდეს. „ნებისმიერი რისკი უნდა დაიზღვეს ამ მიმართულებით. წინ განხილვები და მოსმენებია. არ გაბედოთ განხილვაო და... განხილვის გარეშე იქ არის რაღაც ხარვეზები, მე თვითონ გიდასტურებთ. არცერთ ფიზიკურ პირს [კანონი] არ ეხება. ამ კანონის მიხედვით, რეესტრში უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრირდება მხოლოდ ორგანიზაცია, რომელსაც დაფინანსების 20%-ზე მეტი აქვს ქვეყნის გარედან“, - განმარტა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)