|
2023-03-01 11:25:41, 583 ნახვა
პოლიტიკა
პარტია „საქართველოსთვის“ პარლამენტში „რუსეთის გავლენისგან დაცვის შესახებ“ კანონპროექტს აინიცირებს
პარტია საქართველოსთვის" პარლამენტში "ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ" კანონპროექტს აინიცირებს. ამის შესახებ პარტიის წარმომადგენელმა, ბექა ლილუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ლილუაშვილის განმარტებით, კანონპროექტის მიზანი ქვეყანაში რუსეთის ფარული გავლენების წყაროების, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებისა და მათი განმახორციელებელი პირების გამოვლენა იქნება. "პარტია "საქართველოსთვის" ვაინიცირებთ კანონის პროექტს "ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ", რომლის მიზანია, ამ ქვეყანაში გამოაშკარავდეს რუსეთის ფარული გავლენების წყაროები, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებები და მათი განმახორციელებელი პირები. ჩვენი კანონპროექტი ყველაფერს თავის სახელს არქმევს. მისი მიზანი არის ერთადერთი სწორი მიზანი, რომელიც მსგავს კანონმდებლობას ამ ქვეყანაში შეიძლება გააჩნდეს - მტერს დაარქვას მტერი. "ქართული ოცნება" ცდილობს, რომ ქვეყანაში კანონის სახელით შეწყვიტოს დემოკრატიული განვითარება, დავკარგოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და გააყალბოს არჩევნები... ეყოთ გამბედაობა, რომ მტერი დაუძახონ რუსეთს და არა ჩვენი ქვეყნის პარტნიორებს და ამ ინიციატივას დაუჭირონ მხარი", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)