10:58 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-01 09:27:45, 1316 ნახვა

მსოფლიო
უკრაინა გერმანიისგან Skynex-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას მიიღებს

უკრაინა გერმანიისგან Skynex-ის მოკლე დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემას მიიღებს. გერმანულმა კომპანიამ Rheinmetall-მა ისინი სპეციალურად უკრაინისთვის აწარმოა.

Rheinmetall AG-ის აღმასრულებელი დირექტორის, არმინ პაპერგერსის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის ეს სისტემები ერთი წლის განმავლობაში უკრაინის არმიას მოემსახურება.

ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ Skynex-ის წარმოების ბრძანება გერმანიის ხელისუფლების მიერ გაიცა. მათი ღირებულება 212 მილიონი დოლარია. გარდა ამისა, პაპერგერმა განაცხადა, რომ გერმანიას შეუძლია დამოუკიდებლად გამოიყენოს ეს სისტემები საკუთარი თავდაცვისთვისაც.

Skynex სისტემები გამოიყენება მოკლე დისტანციის საჰაერო თავდაცვისთვის. მას შეუძლია ჩამოაგდოს თვითმფრინავები და საკრუიზო რაკეტები. ამ საჰაერო თავდაცვის სისტემის ერთ-ერთი უპირატესობაა ის, რომ საკმაოდ იაფი საბრძოლო მასალაა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს
თბილისში დააკავეს 1 პირი, რომელმაც არასრულწლოვანი დანით დაჭრა და მიიმალა
CNN: ისრაელი ლიბანს უახლოეს დღეებში ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს დაუბრუნებს
თეთრ სახლში ილია თოფურიას ორთაბრძოლის დროს, თავდასხმა იგეგმებოდა - 8 ეჭვმიტანილი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics