23:15 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-28 23:15:02, 883 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი - იმისთვის, რომ სიტუაცია დაიძაბოს და პირველი ნაბიჯები გადაიდგას, ოპოზიციად ვისაც მიაჩნია თავი, უნდა დატოვოს ეს ცრუ პარლამენტი

ჩემი აზრით, იმისთვის, რომ სიტუაცია დაიძაბოს და პირველი ნაბიჯები გადაიდგას, ოპოზიციად ვისაც მიაჩნია თავი, უნდა დატოვოს ეს ცრუ პარლამენტი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ეს უნდა გაკეთდეს არა ელჩებთან კომუნიკაციით, არამედ უნდა გავიდნენ პირდაპირ ქუჩაში და დადგნენ პარლამენტთან და საკითხის გარშემო დასვან კითხვის ნიშნები.

"ჩემი აზრით, იმისთვის, რომ სიტუაცია დაიძაბოს და პირველი ნაბიჯები გადაიდგას, ოპოზიციად ვისაც მიაჩნია თავი, უნდა დატოვოს ეს ცრუ პარლამენტი და ეს გააკეთოს არა ელჩებთან კონსულტაციით, არამედ ქუჩაში გავიდეს, პარლამენტთან დადგეს, კითხვის ნიშანი დასვას და ვნახოთ რამდენი მოქალაქე ეტყვის, რომ აი, იქ დასხედით და მათთან ერთად განიხილეთ კანონი უცხოელი აგენტების თაობაზე", - განაცხადა მარგველაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics