|
2023-02-28 20:02:21, 775 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - რუსული ხელისუფლება საქართველოში ახორციელებს საბოტაჟს ევროპული მომავლისთვის და აკეთებს ყველაფერს, რომ არ მივიღოთ სტატუსი
რუსული ხელისუფლება საქართველოში ახორციელებს საბოტაჟს ევროპული მომავლისთვის და აკეთებს ყველაფერს, რომ არ მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, როგორც კი ახლოვდება, ევროკავშირის მხრიდან სტატუსის მინიჭების საკითხი, მმართველი პარტია აქტიურდება, ზუსტად ისე, როგორც ეს ნიკა გვარამიას დაკავებით გააკეთეს, სტატუსის საკითხის გადაწყვეტამდე ერთი კვირით ადრე. "რუსული ხელისუფლება საქართველოში ახორციელებს საბოტაჟს ევროპული მომავლისთვის. ისინი აკეთებენ ყველაფერს, რომ არ მივიღოთ სტატუსი. საბოტაჟი მოახდინონ ევროკავშირის სტატუსზე და შესაბამისად შემოიტანეს რუსული კანონი, ემსახურება იმას, რომ არ მივიღოთ ევროკავშირის სტატუსი. ის რაზეც ახლა იწყებენ საუბარს, ჩვენს ჯარისკაცებზე, ოფიცრებზე,გენერლებზე თავდასხმას, ესეც კრემლის, მკვლელი პუტინის ინტერესებს ემსახურება და ისინი გააკეთებენ ყველაფერს, როგორც პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობით, წამებითა და არასათანადო მოპყრობით გააკეთეს, ისევე როგორც ნიკა გვარამიას მიზანმიმართული დაკავებით გააკეთეს, სტატუსის საკითხის გადაწყვეტამდე ერთი კვირით ადრე... ახლაც როგორც კი ახლოვდება, ევროკავშირის მხრიდან სტატუსის მინიჭების საკითხი, ისინი მაშინვე ესხმიან თავს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიას, დასავლელ და ევროპელ პარტნიორებს და მაშინვე კრემლის პროპაგანდა იქოქება", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)