|
2023-02-28 19:42:17, 739 ნახვა
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე - საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და ნებისმიერი სასჯელი უნდა აღსრულდეს
საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და ნებისმიერი სასჯელი უნდა აღსრულდეს, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა. მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტროს და სააკაშვილის მომხრეების რადიკალური ჯგუფის ინტერესები ერთმანეთს ვერ ემთხვევა, იმიტომ, რომ სამინისტროს ინტერესია მისი ჯანმრთელობა, ეს ხალხი კი შეგნებულად ცდილობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდეს და მან ამ მოტივით მოიპოვოს თავისუფლება. „საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და ნებისმიერი სასჯელი უნდა აღსრულდეს... ნებისმიერი ბრალდება, რომელიც კი გაჟღერდება, უნდა იყოს მტკიცებულებით გამყარებული. მით უმეტეს, როდესაც ამას აკეთებს ნებისმიერი პოლიტიკური თანამდებობის პირი; არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ქვეყანასაც უნდა წარმოადგენდეს ის. ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც მტკიცების ტვირთი ეკისრება ადამიანს, ვინც მეორე ადამიანს უყენებს ბრალდებას. არცერთი მტკიცებულება, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ამ ადამიანის წამების ან მისადმი არაადამიანური მოპყრობის ჩვენ არ გაგვიგია. შესაბამისად, ნებისმიერი მსგავსი განცხადება არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი", – ასე ეხმაურება ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ჩართვისას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)