|
2023-02-28 16:01:01, 1094 ნახვა
პოლიტიკა
TI - პოლიტიკური შემოწირულობის 50% მმართველ პარტიაზე მოდის, მეორე ადგილზეა - „ალტ-ინფო“
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" პოლიტიკური შემოწირულებების კვარტალურ საინფორმაციო ბიულეტენს აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, 2022 წლის 1 ოქტომბრიდან - 31 დეკემბრის ჩათვლით ყველა პარტიამ ჯამში 742 230 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, აქედან 370 000 ლარი (50%) მმართველ პარტიაზე მოდიოდა, მეორე ადგილზეა „კონსერვატიული მოძრაობა“ („ალტ-ინფო“) 158,098 ლარით, ხოლო მესამეზე – „ლელო საქართველოსთვის“ 151 337 ლარით. "საანგარიშო პერიოდში „ქართულმა ოცნებამ“ 370,000 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო. დონორთა უმრავლესობა მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ მსხვილ ბიზნესჯგუფებს წარმოადგენს. ამ ქვეთავში დეტალურად მიმოვიხილავთ მათ ბიზნეს ინტერესებს და ხელისუფლებასთან შესაძლო კავშირებს",- აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში. გარდა ამისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ცნობით, საანგარიშო პერიოდში მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ჯამურად 102 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერებში გაიმარჯვეს, წარსულში კი სულ 223 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები აქვთ მოგებული. ამავე პერიოდში მმართველი პარტიის დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 51 000 ლარის ღირებულების პირდაპირი შესყიდვის კონტრაქტები მიიღეს, წარსულში კი მათ სულ 19 მილიონი ლარის პირდაპირი კონტრაქტი აქვთ მიღებული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)