|
2023-02-27 23:10:49, 1006 ნახვა
პოლიტიკა
მოლდოვის ოფიციალური პირები დასავლეთს აფრთხილებენ, რომ მათი ქვეყანა ვლადიმირ პუტინის შემდეგი სამიზნე შეიძლება გახდეს
მოლდოვის ოფიციალური პირები დასავლეთს აფრთხილებენ, რომ მათი ქვეყანა ვლადიმირ პუტინის შემდეგი სამიზნე შეიძლება გახდეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ პარტნიორებმა მოლდოვას უნდა დაეხმარონ პოტენციური რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ იულიან გროზამ დასძინა, რომ მოლდოვა პატარა ქვეყანაა განუვითარებელი ეკონომიკით, რაც ზეწოლას უფრო რეალურს ხდის. „თუ რუსეთი დაიწყებს საგაზაფხულო შეტევას, რომელიც ფოკუსირებულია სამხრეთ უკრაინაზე, მას შეუძლია კვლავ სცადოს ოდესისკენ გასვლა და შემდეგ დნესტრისპირეთთან დაკავშირება და არსებითად შექმნას სახმელეთო ხიდი, რომელიც გადის სამხრეთ უკრაინაზე და კიდევ უფრო ახლოს ნატოს ტერიტორიასთან. მოლდოვა არ არის ნატოს წევრი, რაც მას უფრო დაუცველს ხდის“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)