00:22 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-27 15:29:17, 722 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - ამერიკულ კანონს აქვს რუსული მიზნები, ამას ლაპარაკობთ უკვე რამდენიმე დღეა

„თქვენი ტელევიზიები სამი დღეა აშუქებენ ახალ დარეგისტრირებულ ამერიკული კანონის ზუსტ თარგმანს და ამბობთ, რომ ეს არის რუსული, აი რას კადრებთ თქვენს მაყურებელს და თქვენს ამომრჩეველს. და  ვიღაცებმა რა გამართლება მოუძებნეს ამ სიგიჟეს იცით?  მაგალითად, „ნაცმოძრაობის“ ლიდერებმა თქვეს, რომ რა მნიშვნელობა აქვს ამერიკული იქნება თუ არა, მიზანი ხომ რუსული აქვსო. ანუ, ამერიკულ კანონს აქვს რუსული მიზნები, ამას ლაპარაკობთ უკვე რამდენიმე დღეა",- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მდინარაძე „ხალხის ძალის“ მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტის ირგვლივ გაჟღერებულ სხვადასხვა ინტერპრეტაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აჟღერებენ,  ამერიკულ კანონს რუსული მიზნები აქვს. 

მისივე თქმით, "მაყურებელს და ამომრჩეველს არ უნდა კადრო ისეთი რამ, რაც შენს მათდამი წარმოდგენაზე მეტყველებს".

„ერთი მთავარი ამბავია, რომ მაყურებელს და შენ ამომრჩეველს არ უნდა კადრო ისეთი რამ, რაც შენს მათდამი წარმოდგენაზე მეტყველებს. თქვენ გგონიათ რომ „ნაცმოძრაობის“ ყველა ამომრჩეველი და თქვენი ყველა რეგულარული მაყურებელი იმდენად გაურკვეველია ყველაფერში, რომ ამერიკული კანონის თარგმანს უწოდებთ რუსულს და ასე შეასაღებთ. ასეთი დაბალი წარმოდგენა გაქვთ თქვენივე მაყურებელზე და თქვენივე ამომრჩეველზე იმიტომ, რომ პირდაპირ თარგმანზე ამბობთ, რომ არის რუსული და ხვალ ყველანი გაიმეორებენ, რომ ეს არის რუსული. ეს წარმოდგენა გაქვთ და არ გაგივათ თქვენივე ამომრჩეველშიც კი", - განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics