00:40 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-26 12:16:09, 1538 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინელი დიპლომატები Rosatom-ის მიმართ სანქციების გაფართოების მოთხოვნას აპირებენ

უკრაინელი დიპლომატები აპირებენ, მოითხოვონ დასავლეთის სანქციების გაფართოება Rosatom-ის მიმართ, რომელიც ამჟამად ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს აკონტროლებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

სახელმწიფოს მეთაური ტრადიციულ ვიდეომიმართვაში რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტს მიესალმა და მას "ძლიერი სანქციების ნაბიჯები" უწოდა.

„არის ძლიერი სანქციების ნაბიჯები - სამხედრო ინდუსტრიის, ტერორისტული სახელმწიფოს საჯარო სექტორის, პროპაგანდისტების წინააღმდეგ, რომლებმაც რუსული საზოგადოება სიცრუეში დაახრჩვეს და ცდილობენ, თავიანთი ტყუილი მთელ მსოფლიოში გაავრცელონ“, - განაცხადა ზელენსკიმ. 

პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ახლა "სიძლიერისა და გამბედაობის გლობალური ცენტრია".

”სიძლიერისა და გამბედაობის გლობალური ცენტრი ახლა არის აქ, უკრაინაში - ჩვენს ხალხში, რომელიც იცავს სახელმწიფოს, დონბასს, ლუგანსკის რეგიონს, მთელ ჩვენს მიწებს, სადაც ბრძოლები გრძელდება”, - დასძინა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი დაამტკიცა. სანქციები შეეხებათ იმ პირებს, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინაში რუსეთის ომს, ავრცელებენ პროპაგანდას ან რუსეთს აწვდიან დრონებს, რომელსაც ის შემდგომ უკრაინაზე თავდასხმისთვის იყენებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics