|
2023-02-26 11:06:16, 870 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - ყველაზე მნიშვნელოვანია, ბრძოლა გაგრძელდეს - ოკუპაციასა და დამონების ყველა ფორმას უნდა ვეომოთ
ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა გაგრძელდეს და ბრძოლა რომ გაგრძელდეს, ყველა ფორმით უნდა ვეომოთ ოკუპაციასა და დამონების ყველა ფორმას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, ახალგაზრდა ქართველი არტისტების ნამუშევრების გამოფენის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ყველაზე დიდი ძალა თავისუფლებაა, რითაც საქართველო პუტინიზმის ყველა ფორმას ამარცხებს. "ეს არის ძალიან მძიმე დღე. ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ბრძოლა გაგრძელდეს და ბრძოლა რომ გაგრძელდეს, ყველა ფორმით უნდა ვეომოთ ოკუპაციასა და დამონების ყველა ფორმას. ეს არ ნიშნავს მაინცდამაინც ომით, იარაღით, ყველაზე ძლიერი იარაღი აქ არის - თავისუფლება. ჩვენი ყველაზე დიდი ძალა მაინც თავისუფლებაა, თავისუფალი აზროვნება, თავისუფალი ტვინი. ამით ვამარცხებთ ყველა ფორმას პუტინიზმის იმიტომ, რომ ეს არის ის, რისთვისაც ადამიანი დაიბადა და ცხოვრობს. ამიტომ, მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს გავხსენით ეს კარი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც თავისუფლად აზროვნებს, თავისუფლად იბრძვის, თავისუფლად ფიქრობს. ეს თავისუფალი საქართველო არის ის საქართველო, რომელსაც ვერავინ ვერასოდეს დაამარცხებს. საქართველოს გაუმარჯოს დღეს, 25 თებერვალს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)