|
2023-02-25 12:46:13, 775 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე პაპუაშვილზე - მოწვევა იყო ოფიციალური, თუ ბევრს იკიკინებს ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე, წერილის ასლსაც გამოვუქვეყნებ
მოწვევა იყო ოფიციალური, თუ ბევრს იკიკინებს ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე, წერილის ასლსაც გამოვუქვეყნებ,- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. აღნიშნული განცხადებით, ვაშაძე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, მმართველი პარტია უკრაინაში იმიტომ არ წავიდა, რომ ოფიციალური მოწვევა არ მიუღიათ. "მოწვევა იყო ოფიციალური. თუ ბევრს იკიკინებს ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე, ზუსტად ამ ტერმინით მოვიხსენიებ მას, წერილის ასლსაც გამოვუქვეყნებ. იცით, რომ ჩემგან იყო ეს ინფორმაცია. ამიტომ დაანებონ თავი ამ სისულელეს, რომ წერილი არ იყო და ტელეფონით დაგვირეკესო, ეს არის ზღაპარი",- განაცხადა ვაშაძემ. შეგახსენებთ, საპარლამენტო დელეგაციამ, უკრაინის რადას ოფიციალურ მიწვევაზე, რომ ომის წლისთავთან დაკავშირებით უკრაინას სწვეოდა, უარი განაცხადა. აღსანიშნავია, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდიდან აღნიშნულ საკითხზე განცხადებები მას შემდეგ გაკეთდა, რაც ფაქტი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გაასაჯაროვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)