00:39 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-24 16:32:52, 1951 ნახვა

ომი უკრაინაში
ბაიდენი - უკრაინა არასდროს იქნება რუსეთისთვის გამარჯვება, არასდროს

სისასტიკე ვერასდროს დაამსხვრევს თავისუფალთა ნებას და უკრაინა არასდროს იქნება რუსეთისთვის გამარჯვება, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლისთავს.

როგორც ბაიდენი სოციალურ ქსელში წერს, იმპერიის აღდგენისკენ მიდრეკილი დიქტატორი ვერასდროს გაანადგურებს ხალხის სიყვარულს თავისუფლებისადმი.

"დღეს გავიმეორებ იმას, რაც ვთქვი ერთი წლის წინ, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
იმპერიის აღდგენისკენ მიდრეკილი დიქტატორი ვერასდროს გაანადგურებს ხალხის სიყვარულს თავისუფლებისადმი. სისასტიკე ვერასდროს დაამსხვრევს თავისუფალთა ნებას და უკრაინა არასდროს იქნება რუსეთისთვის გამარჯვება. არასოდეს",- წერს ბაიდენი. 

ერთი წლის წინ - 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. ორი დღით ადრე, 22 თებერვალს მოსკოვმა მის მიერ მხარდაჭერილი დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა ცნო და უკრაინაში შეჭრას „სამხედრო ოპერაცია“ უწოდა.  

უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ. თავს ესხმიან მშვიდობიან მოქალაქეებს და სტრატეგიულ სამხედრო ობიექტებს, ანადგურებენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics