|
2023-02-24 14:57:38, 886 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე გიორგი გახარიაზე - საერთოდ არ არის საინტერესო, რას იტყვის და რა განცხადებებს გააკეთებს
საერთოდ არ არის საინტერესო დღევანდელ მოცემულობაში გიორგი გახარია რას იტყვის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. კახა კალაძის თქმით, ქვეყანაში სხვა საკითხებია მნიშვნელოვანი. „რაც ოპოზიციაში გადავიდა, არ მაინტერესებს. იმიტომ, რომ სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხები არის პრიორიტეტული ხელისუფლებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას სხვა, უფრო მნიშვნელოვანი პრიორიტეტები აქვს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმ პრიორიტეტების გათვალისწინებით, რომელიც მოდის ხალხის მხრიდან“, - განაცხადა კახა კალაძემ. ჟურნალისტის შეკითხვა, იყო თუ არა გახარია ქვეყნის ხერხემალი, დედაქალაქის მერმა დააზუსტა - „ხერხემალი ჩვენ ერთი გვყავდა. იცით, ვინ იყო ხერხემალი? ხომ იცით, ვინ იყო ხერხემალი?“
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)