00:38 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-24 11:50:01, 1866 ნახვა

ომი უკრაინაში
ლაიენი უკრაინელებს - ევროკავშირში თქვენი ადგილისთვის იბრძვით - ჩვენ თქვენთან ვართ

თქვენ იბრძვით თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ევროკავშირში თქვენი ადგილისთვის, - ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის უკრაინაში შეჭრის ერთი წლისთავთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს. 

ლაიენის თქმით, ევროკავშირი უკრაინის გვერდით იქნება იქამდე, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება.

"რუსეთის სასტიკი აგრესიის ერთი წელი.
უკრაინის გმირული წინააღმდეგობის ერთი წელი.
ევროპული სოლიდარობის ერთი წელი.
ჩვენ წინ არის ერთიანობის მომავალი.

თქვენ იბრძვით თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ევროკავშირში თქვენი ადგილისთვის.

ჩვენ თქვენთან ვართ, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება",- წერს დონ ფერ ლაიენი. 

ერთი წლის წინ - 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. ორი დღით ადრე, 22 თებერვალს მოსკოვმა მის მიერ მხარდაჭერილი დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა ცნო და უკრაინაში შეჭრას „სამხედრო ოპერაცია“ უწოდა.  

უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ. თავს ესხმიან მშვიდობიან მოქალაქეებს და სტრატეგიულ სამხედრო ობიექტებს, ანადგურებენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics