|
2023-02-21 22:20:01, 710 ნახვა
პოლიტიკა
დეკანოიძე - პარლამენტის ბოიკოტზე და მანდატების დატოვებაზე საუბარი ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს
პარლამენტის ბოიკოტზე, მანდატების დატოვებასა და ა.შ. საუბარი ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს, რადგან ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღების პროცესში ოპოზიციის ჩართულობა, რათა ყველამ გამოხატოს თავისი პოზიცია. "ჩემი პოზიცია არ შეცვლილა. კოლეგებმა ძალიან კარგად იციან, რომ ჩემი პოზიცია იყო, ანტიდასავლური კანონპროექტის განხილვას ყველა მიმართულებით, მათ შორის საკომიტეტო და სასესიო განხილვებზე უნდა დაესწროს ფრაქცია. ბევრი ადამიანი არ ესწრებოდა ახლა ფრაქციის სხდომას. მე გეტყვით ჩემს მოსაზრებას – პარლამენტის ბოიკოტზე, მანდატების დატოვებასა და ა.შ. საუბარი ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს, რადგან ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი. ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება მათ შორის ამ განხილვებში ჩართვა. ამასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ალბათ უფრო იქნება დადებითი გადაწყვეტილება. ყოველ შემთხვევაში, ფრაქციის ყველა წევრს უნდა ეცნობოს და ფრაქციის ყველა წევრმა უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია. ჩემი პოზიცია არ შემიცვლია", - განაცხადა დეკანოიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)