01:58 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-21 17:50:26, 1490 ნახვა

ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი - პუტინი არა მშვიდობისთვის, არამედ ომისთვის ემზადება

რაც დღეს ვნახეთ არის ის, რომ პრეზიდენტი პუტინი არ ემზადება მშვიდობისთვის, ის ემზადება ომისთვის, ახალი შეტევებისთვის, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარტნიორების უკრაინისადმი მხარდაჭერა აუცილებელია, ვინაიდან თუ უკრაინა დამარცხდება ეს იქნება საფრთხე მთელი მსოფლიოსთვის.

"რუსეთს არავინ ესხმის თავს, აგრესორი თავად რუსეთია. უკრაინა ამ აგრესიის მსხვერპლია და ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის თავდაცვის უფლებას. რაც დღეს ვნახეთ არის ის, რომ პრეზიდენტი პუტინი არ ემზადება მშვიდობისთვის, ის ემზადება ომისთვის, ახალი შეტევებისთვის. ის ემზადება მეტი ჯარის, მეტი იარაღის გაგზავნისთვის უკრაინაში. ამიტომ ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას, რადგან ეს იქნება ტრაგედია უკრაინისთვის, მაგრამ ასევე საფრთხე ყველა ჩვენგანისთვის, თუ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics