03:09 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-21 14:20:40, 1558 ნახვა

ომი უკრაინაში
პუტინი - დასავლეთში პედოფილიასაც კი აცხადებენ, როგორც ჩვეულებრივ მოვლენას

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ფედერაციის საბჭოს წინაშე სიტყვით გამოსვლისას ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე განაცხადა, რომ დასავლეთში „პედოფილიასაც კი აცხადებენ, როგორც ჩვეულებრივ მოვლენას“.

მისივე თქმით, დასავლეთი აღიარებს ერთსქესიანთა ქორწინებას და დასძინა, რომ რელიგიის მიხედვით,  "ქორწინება მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის ხდება". 

„კარგია. ისინი ზრდასრულები არიან. მათ აქვთ უფლება იცხოვრონ თავიანთი ცხოვრებით. ჩვენ ყოველთვის ძალიან ტოლერანტული ვართ ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთში”, - ამბობს პუტინი.

პუტინმა გამოსვლაში ასევე აღნიშნა, რომ "დასავლეთი გამოიყენებს ნებისმიერს - ტერორისტებს, ნაცისტებს, თვით ეშმაკსაც კი - რუსეთთან საბრძოლველად".

ცნობისთვის, დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა პარლამენტის გაერთიანებულ პალატას სიტყვით მიმართა. 2021 წლის შემდეგ, ვლადიმერ პუტინი ფედერაციის საბჭოს წინაშე სიტყვით პირველად გამოვიდა.  

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics