02:40 - 26 Jul, 2026
|
2023-02-21 13:56:58, 760 ნახვა
პოლიტიკა
ასლან ბჟანია ბელარუსში ჩავიდა
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია ბელარუსში ჩავიდა. აღნიშნულ ინფორმაციას ბჟანიას პრესსამსახური ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ე.წ. პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრას ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან გამართავს. "შეხვედრაზე სახელმწიფოს მეთაურები ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. ბელარუსის რესპუბლიკიდან დაბრუნების შემდეგ, აფხაზეთის პრეზიდენტი მოსკოვში სამუშაო ვიზიტის პროგრამას გააგრძელებს", - ნათქვამია ე.წ. პრესსამსახურის ინფორმაციაში. ცნობისთვის, ასლან ბჟანია მინსკში გამგზავრებამდე შეხვედრებს, მოსკოვში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მართავდა. ე.წ. პრეზიდენტი რუსეთის ფედერაციას 14 თებერვალს ესტუმრა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)